23:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 01:24:12, 1037 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად ვერ გაიმარჯვა

თურქეთის მმართველი პარტია "სამართლიანობა და განვითარება" ვერ ახერხებს პარლამენტში აბსოლიტური უმრავლესობით შესვლას. წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე ცენტრისტულმა "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" ამომრჩეველთა 26% დააგროვა.

ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტ ერდოღანის შექმნილმა პარტია "სამართლიანობა და განვითარება" ამომრჩეველთა 40 % დაჯერდება.  "თურქეთის ნაციონალურმა პარტიამ" 16 % მიიღო.

როგორც თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება, დათვლილია საარჩევნო უბნების 100 % . ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პრეზიდენტ ერდოღანის პარტია თურქეთის პარლამენტში შეიყვანს 256 დეპუტატს, მემარცხენე ცენტრისტული "სახალხო დემოკრატიული პარტია" 134 დეპუტატს, "თურქეთის ნაციონალისტები" 83 დეპუტატს ხოლო პროქურთული პარტია რომელმაც 11 % ბარიერი გადალახა 78 დეპუტატს შეიყვანს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics