12:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 18:48:18, 2412 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
ტელეკომპანია Fox News-ის დამფუძნებელი როჯერ ეილსი გარდაიცვალა

ტელეკომპანია Fox News-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი როჯერ ეილსი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეილში ტელეარხს მისი დაფუძნების დღიდან ხელმძღვანელობდა.

კერძოდ, კი ეილსმა ხელმძღვანელის პოსტი 1996 წელს დაიკავა და 2016 წლამდე მართავდა. თანამდებობის დატოვება მას აგორებული სექს-სკანდალის გამო მოუწია. 2016 წლის ზაფხულში Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა გრეთხენ კარლსონმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის აცხადებდა, რომ ეილსმა ტელეკომპანიიდან უსამართლოდ გაათავისუფლა და მასზე სექსუალურად ძალადობდა.

მანამდე, როჯერ ეილსი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების რიჩარდ ნიკსონის, რონალდ რეიგანის და ჯორჯ ბუშის მედიაკონსულტანტად მუშაობდა.

მედიის ცნობით, ეილსი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს უწევდა კონსულტაციას. ის მომავალ პრეზიდენტს დებატებში ამზადებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics