03:03 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 16:48:23, 2532 ნახვა

სამართალი კომენტარი
საპატრიარქოს იურისტი პატრიარქის ბეჭდის და ფაქსიმილეს დაკარგვის ფაქტს უარყოფს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ილია მეორის ბეჭდის და ფაქსიმილეს დაკარგვის ფაქტს უარყოფს.

იგი გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შემთხვევაში რაიმე სამართლებრივი ქმედების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

"აღნიშნული ინფორმაცია არის აბსურდული, იქიდან გამომდინარე, რომ თუ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილია იქნებოდა დაკარგული, მე როგორც იურისტი ვაცხადებ, რომ ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდით. ეკლესია არ გაჩერებულა და მთელ რიგ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც დაკავშირებული არის იურიდიულად დოკუმენტების შედგენასთან, ვახორციელებთ ჩვეულებრივად", - აღნიშნა ქარჩავამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს, იურისტის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

იურისტის განმარტებით, "თუ საუბარია დაცვის თანამშრომლებზე, მათ კანონით დადგენილი წესით განპირობებული იარაღები აქვთ".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics