02:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 18:45:53, 2147 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პატრიარქი მრევლს: სამწუხაროა, რომ საქართველოში არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლს გაესაუბრა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

უწმინდესმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანელ ხალხს, ხელისუფლებას და პროფესორებს, რომლებმაც მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო.

"თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი, ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ გერმანიიდან. მინდა, მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, ლოცვებისთვის. მინდა, მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესორებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით", - ბრძანა ილია მეორემ.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა ის, რომ საქართველოში არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ", - ბრძანა პატრიარქმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics