2017-02-13 14:39:49, 2230 ნახვა
სამართალი კომენტარი
შოთაძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა
მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ამის შესახებ შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.
გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შოთაძემ.
ცნობისთვის, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან