2017-02-09 13:49:47, 2021 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ ავადმყოფ თავებში დაიბადა აზრი, რომ დევნილთა სტატუსს რეფორმა შეეხება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილთა სტატუსს რეფორმა არ შეეხება და ეს აზრი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდა:
„აბსოლუტურად არც განიხილებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ავადმყოფ თავებში დაიბადა აზრი, რომ დევნილის სტატუსს რეფორმა შეეხება. ეს იცის ყველამ. ისევე როგორც, ძალიან უცნაურია, როდესაც ამბობენ, რმო შემოსავლებზე მხოლოდ არ უნდა იყოს აქცენტი. ის მოდელი, რომელზეც ვმუშაობთ, სწორედ კომპლექსურ შესწავლაზეა, ანუ დევნილთა სოციალურ მდგომარეობაზე, სადაც შემოსავალთან ერთად უამრავი სხვა რამ იგულისხმება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან