10:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 12:07:56, 2066 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარკვეული გადაცემების დახურვა იგეგმება, სპეკულაციაა, რომელიც უნდა დასრულდეს:

"დასაწყისში მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცის დახურვას ვაპირებთ, ამის არც განზრახვა გვაქვს და არც სურვილი. რაც მთავარია, არანაირი კანონმდებლობიდან გამომდინარე ამის უფლებამოსილება არ გვაქვს. ყველას ვთხოვ ამ წუთიდან აღნიშნულ თემებზე სპეკულაცია დავამთავროთ, რადგან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემები გვაქვს განსახილველი", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ვასილ მაღლაფერიძე მედიას საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვას აცნობს.

შეგახსენებთ, კოალიციამ ,,მედიის ადვოკატირებისთვის სამ იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „რეალური სივრცე“ შესაძლო დახურვის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. რის შემდეგაც 5 თებერვალს 18 საათზე საპროტესტო აქცია სლოგანით „დაიცავი რეალური სივრცე“ გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics