14:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 18:56:16, 557 ნახვა

პოლიტიკა
ირანის საელჩო: წულუკიანის განცხადება გაუაზრებელი და არამეგობრულია

ირანის საელჩო საქართველოში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონზე“ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ირანის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრის განცხადება არამეგობრული, გაუაზრებელი და არაკვალიფიციურია.
„ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქ–ნ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ:
1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში,  ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.
ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა“,-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, წულუკიანის განმარტებით, კანონის გავლენით, ბოლო ოთხი თვის მანძილზე, 42 000-ით შემცირდა  ჩინელი, ერაყელი, ირანელი და ეგვიპტელი ტურისტების რაოდენობა.
"შევავიწროვეთ ეს და წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას, ყველაფერი ერთ სამიტზე ვერ მოხდება. მაგრამ უნდა გაიხსნას და ეს დაიწეროს შავით თეთრზე, რომ პერსპექტივა გაიხსნა.
მერე შეგვიძლიათ, რომ უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია, ან ინვესტორია",-განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics