2015-03-09 17:20:10, 471 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: პარლამენტი მხოლოდ კომიტეტი არ არის
პარლამენტი მხოლოდ კომიტეტი არ არის,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრების მზადყოფნას, რომ კომიტეტებზე წარდგნენ.
აბაშიძის განმარტებით, მთელი პარლამენტი ერთ კომიტეტზე ვერ შეიკრიბება, საგანგებო სხდომაზე კი, ყველას-ფრაქციებს, უმრავლესობას, ოპოზიციას სასაუბროდ თავისი დრო ექნება.
"პარლამენტი მხოლოდ კომიტეტი არ არის.საგანგებო სესიაა, სადაც მთელი აპრლამენტი იკრიბება და პარლამენტი ერთ კომიტეტზე ვერ შეიკრიბება. პარლამენტში იმიტომ არის საგანგებო სხდომის საკითხი, რომ იქ ექნება თავისი დრო ფრაქციებს, უმრავლესობასაც, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და სწორედ იქ იქნება მსჯელობა და დებატები და გზებზე საუბარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან