2015-03-09 15:30:55, 568 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: არ მგონია, რომ პარლამენტში მისვლით ეკონომიკურ პრობლემებს რამე ეშველოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე რიგგარეშე სესიის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც ჯანელიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის პარლამენტში მისვლით პრობლემა არ მოგვარდება. თუმცა, მისივე განმარტებით, არც მთავრობის პარლამენტში მისვლა წარმოადგენს პრობლემას.
"მე არ მგონია, რომ პარლამენტში მისვლით ეკონომიკურ პრობლემებს რამე ეშველოს.ეკონომიკური პრობლემების გადასალახად, 24 საათიანი მუშაობაა საჭირო, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს. თუმცა პარლამენტში მისვლაც არ არის პრობლემა. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. თუ ეს საკითხი დადგება, მთავრობას არანაირი პრობლემა არ ექნება",-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან