13:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 14:18:32, 444 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ევროატლანტიკური ინტერგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა და სერ გარი ჯონსონმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics