02:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 14:45:29, 735 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროფესიული გადამზადების ფარგლებში დასკვნითი გამოცდა ჩატარდა

დასაქმების სააგენტოს პროფესიული გადამზადების მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში დასკვნითი გამოცდა მზარეულებს, კონდიტერებს, მძიმე ტექნიკის ოპერატორებს, სასტუმრო საქმის სპეციალისტებსა და გაზის შემდუღებლებს ჩაუტარდათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გათვალისწინებული იყო, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული საკითხები. გამოცდის წარმატებით დასარულების შემდეგ პროგრამით მოსარგებლეები საწარმოო პრაქტიკის ორთვიან კურსს გაივლიან.

„აჭარის დასაქმების სააგენტოში 2016 წლის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევა გასაუბრების გზით მოხდა. სწავლა 120-მა მოქალაქემ დაიწყო. დღეის მდგომარეობით პროგრამას 95 ასრულებს. სამ და ოთხთვიანი პროგრამით ბენეფიციარები შემდეგ სპეციალობებში გადამზადდნენ: ბართენდერი, ელექტრო შემდუღებელი, კონდიტერი, მზარეული, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, სტილისტი და გაზის შემდუღებელი. პროფესიებში თეორიულ სწავლებასთან ერთად შეისწავლეს უცხო ენები ( რუსული, ინგლისური) .

პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ 95 კურსდამთავრებულს საჩუქრად საჭირო ინვენტარი გადაეცემა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics