13:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 12:37:59, 1236 ნახვა

მსოფლიო
ნესტორ შუფრიჩი: მინსკის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის, ნესტორ შუფრიჩის განცხადებით, მინსკის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება.

ამის შესახებ ჩეფჩილმა თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ არ შემიძლია არ დავეთანხმო მომხსენებლებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ უკრაინის საზღვართან რეალური საფრთხე არსებობს, სადაც კონფლიქტური სიტუაცია საომარ ფაზაშია გაჭედილი. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა“, - განაცხადა შუფრიჩმა.

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ლეონიდ სლუცკიმ კი აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, რუსეთის მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებს.

„სამწუხაროდ გამუდმებით ანადგურებენ ჩვენს მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა იმ შეიარაღებას იყენებს, რომელიც მინსკის შეთანხმების მიღებით აკრძალულია. რაც შეეხება დონბასის არჩევნებს, რაც კი უსაფრთხოების საკითხს ეხება, კიევი უნდა დათანახმდეს. აქ წარდგენილი საკითხი ძალიან დაკვირვებით უნდა განვიხილოთ. რეზოლუცია მოსკოვის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს ითვალისწინებს. მინდა ავღნიშნო, რომ ეს რეზოლუციის პროექტი ჩვენს ყურადღებას არ იმსახურებს“, - განაცხადა სლუცკიმ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესიის მეორე დღე მიმდინარეობს. 

ეუთოს მომხსენებლები რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომელიც ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებს უკავშირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics