2016-07-01 15:01:28, 1255 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 11 ადამიანი დააკავეს
სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ 11 პირი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან.
ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტამბოლის პოლიციის კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფმა „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების დასაკავებლად სპეცოპერაცია დღეს ჩაატარა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, ათათურქის აეროპორტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 24 ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, ათათურქის აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.
ბოლო მონაცმებით, ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან