2016-06-27 12:05:10, 1380 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკში, გეი-პრაიდში მიიღო მონაწილეობა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკში გეი-პრაიდში მიიღო მონაწილეობა.
პრაიდი 2 კვირის წინ ორლანდოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
„ამ აღლუმით ნიუ-იორკი ამტკიცებს, რომ ყოველთვის წინ აღუდგება სიძულვილის ყველა გამოვლინებას. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენი ღირებულებები წაგვართვას“, - განაცხადა კლინტომა.
მასთან ერთად პრაიდში მონაწილეობა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ უომო და ქალაქის მერი ბილ დებლაზიომ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ორლანდოს გეი-კლუბს თავს აშშ-ის მოქალაქე, წარმოშობით ავღანელი ომარ მატინი დაესხა. შეიარაღებული თავდასხმის დროს, მან 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 53 კი, დაჭრა. პოლიციამ 29 წლის მატინი ადგილზე მოკლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან