16:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 15:09:48, 1233 ნახვა

მსოფლიო
Human Rights Watch: "ისლამურმა სახელმწიფომ" ლიბიის ქალაქ სირტში ათობით ადამიანი სიკვდილით დასაჯა

„ისლამურმა სახელმწიფომ” ლიბიის საპორტო ქალაქ სირტში ათობით ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ BBC  Human Rights Watch-ზე დაყრდნობით იუწყება.

უფლებების დამცველი ორგანიზაციის ცნობით, ტერორისტებმა მოკლულები ღვთისგმობაში და ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. მსხვერპლთა ნაწილი დახვრიტეს, ნაწილს კი თავები მოკვეთეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებების გამო ქალაქი სირტი 2015 წლიდან იზოლირებულია. ქალაქში ვერ შეაქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი.

ამგვარ დასკვნამდე Human Rights Watch  იმ ადამინებს გამოკითხვის შედეგად მივიდა, რომლებმაც სირტი დატოვეს.

ადგილობრივების თქმით, "ისლამურ სახლემწიფოს" საკუთარი პოლიცია ჰყავს, რომელიც სირტის ქუჩებში პატრულირებს. ექსტრემისტები ადგილობრივ მოსახლეობას სჯიან ჯარიმით ან გამათრახებით თამბაქოს მოწევისა ან მუსიკის მოსმენისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics