14:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 10:20:56, 1239 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი: “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში დაკავებული ტერიტორიების 45% დაკარგა

“ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში დაკავებული ტერიტორიების 45 % დაკარგა, - ამის შესახებ BBC პენტაგონის ოგიციალურ წარმომადგენეზე, პიტერ კუკზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, სირიაში ტერორისტული დაჯგუფების დანაკარგი დაკავებული ტერიტორიის 16-დან 20%-მდე შეადგენს. 

საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრეტ მაკგერკმა კი განაცხადა, რომ ჯიჰადისტებმა ნავთობით მდიდარი რაიონების უმეტესი ნაწილისადმი წვდომა დაკარგეს. ამავე დროს, მაკგერკის განაცხადებით, დაკეტილია “ისლამური სახელმწიფოს” დაფინანსების არხები. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სირიაში სამთავრობო ძალებსა და ზომიერ ოპოზიციას შორის შეტაკებების შეწყვეტის შედეგად ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედებები უფრო წარმატებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ვენაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის კრიზისი განიხილეს. როგორც მოსალოდნელია, დღეს აშშ-სა და რუსეთის ინიციატივებს სირიის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს წარუდგენენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics