06:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 10:07:15, 1115 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ

თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ, - ამის შესახებ სააგენტო  Reuters თურქეთის მმართველ პარტიაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” დავუთოღლუს ჩანაცვლებას რიგგარეშე ყრილობაზე გეგმავს. პარტიის ყრილობა უახლოეს კვირებშია დაგეგმილი.

როგორც სააგენტო წერს, დავუთოღლუს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერსა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის საათ-ნახევრიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წინ უძღვოდა რამდენიმეკვირიანი დაძაბული ურთიერთობები. Reuters-ის ინფორმაციით, აჰმეთ დავუთოღლუ მხარს არ უჭერს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გეგმას, რომელიც  პარლამენტის უფლებამოსილების შემცირებასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის პოსტს 2014 წლის შემდეგ იკავებს, მას შემდეგ რაც ერდოღანმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, ეს ორი მაღალჩინოსანი 2015 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გარკვეულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებაში დავუთოღლუს მიიჩნევს პარტნიორად. დავუთოღლუს თანამდებობიდან წასვლა კი ევროპული მედიის ცნობით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესისთვის კარგი ნიშანი არ იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics