21:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 18:20:30, 774 ნახვა

სამხედრო
გორის სამხედრო ჰოსპიტალს 8 ქვეყნის ატაშეები ესტუმრნენ

გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს 8 ქვეყნის სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ.

თურქეთის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის აშშ-ის, ესტონეთისა და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები  სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს გიორგი მაისურაძეს  შეხვდნენ. 

ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ ატაშეებს სამედიცინო დაწესებულების ისტორია გააცნო  და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

სტუმრებმა ინფორმაცია ჰოსპიტალში მიმდინარე პროგრამების - Interconection of Military Hospitals შესახებაც მიიღეს, რომელიც  ქართველი ექიმების უცხოეთში გადამზადებას ითვალისწინებს. ასევე გაეცნენ  Solar Water-heater Project - რომელსაც BP აფინანსებს, Stop C – C ჰეპატიტის დასაძლევად მიმართულ სახელმწიფო პროგრამასა და Blood Bank - სისხლის ბანკის პროგრამას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სამხედრო ატაშეები  საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ექიმების მემორიალთან მივიდნენ და გარდაცვლილებს პატივი მიაგეს.    სტუმრები, მოგვიანებით, სამხედრო ჰოსპიტალში  დასაქმებულ ექიმებსაც გაესაუბრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics