10:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 10:26:28, 1938 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები მოითხოვენ, დაიწყოს გამოძიება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სამი წევრი: კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდჟეი ჰალიცკი მოითხოვენ საქართველოს შესახებ ანგარიშში შესწორებები შევიდეს. შესწორებაში, რომელსაც ფორმულა გაეცნო წერია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებებს, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური აგენტი, სახელწოდებით კამიტი, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო საქართველოში, საპროტესტო აქციებზე, კონკრეტული პირების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ ეს დადასტურდება, ნებისმიერი ქიმიური აგენტის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მძიმე დარღვევას, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის პრინციპის.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეინარჩუნოს დუმილი მსგავსი ინფორმაციის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ეხება ქვეყანას, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენების ნებისმიერი დადასტურებული ფაქტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული და საჭიროებს ევროკავშირის მხრიდან მტკიცე და პროპორციულ რეაგირებას, მათ შორის პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდავი ზომების განხილვას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics