07:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 14:17:58, 2639 ნახვა

მსოფლიო
კიტ კელოგი - რუსეთი ბრძოლის ველზე არ იმარჯვებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, კიევში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე რეალურად არ იმარჯვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

კელოგის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ეს შეკითხვა მას პუტინთან შეხვედრამდე დაუსვა.

„იმარჯვებს თუ არა რუსეთი? ეს შესანიშნავი კითხვაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ის დაახლოებით ექვსი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დამისვა. მე კი ვუპასუხე: „ბატონო პრეზიდენტო, ნუ მომისმენთ მხოლოდ მე. თქვენი გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინი გარეთ გელოდებათ. ჰკითხეთ ამის შესახებ. ის თქვენი მთავარი სამხედრო მრჩეველია“, - აღნიშნა კელოგმა.

მისი მტკიცებით, მან და კეინმა ტრამპს ერთი და იგივე პასუხი გასცეს.

„დენმაც იგივე თქვა. ისინი იმარჯვებენ? არა. ისინი არ იმარჯვებენ. პუტინს კი შეუძლია იმდენი ისაუბროს, რამდენიც უნდა“, - განაცხადა კელოგმა და დასძინა, რომ სინამდვილეში რუსეთი ამ ომს აგებს.

„პუტინს რომ გაემარჯვა, ის კიევში, დნეპრის დასავლეთით, ოდესაში იქნებოდა და მთავრობას შეცვლიდა. სინამდვილეში, რუსეთი ამ ომს აგებს“, - აღნიშნა კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics