10:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-10 11:37:56, 1996 ნახვა

საზოგადოება
ფეხბურთის ფანებს პოლიციამ რუსეთის საწინააღმდეგო პლაკატები ჩამოუხსნა

 საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს” ფანკლუბი „ჯუნგლები” სოციალურ ქსელში წერს, რომ 9 აგვისტოს გამართულ მატჩზე „იბერიასა" და „ტორპედოს" შორის პოლიციამ ჩამოახსნევინა ბანერი, რომელზეც „რუსეთი ოკუპანტია", „ჩვენ გვახსოვს აგვისტო, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის" ეწერა. 

 „ყველასთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, თუ რამდენად აპარტიულები ვართ.. თუმცა დღეს მოხდა ისეთი რამ, რაზეც თვალის დახუჭვა და ხმის არ ამოღება  სამშობლოს ღალატის ტოლფასია!!!

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, ისევე როგორც ყოველ წელს, ჩვენ და ყველა სხვა გუნდების ფანები ვიხსენებდით იმას, თუ რა დაგვმართა ოკუპანტმა რუსეთმა.

2008 წლიდან დღემდე გვქონდა არაერთი სახის პერფორმანსი ამ ფაქტთან დაკავშირებით და არასდროს არავისგან, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.

2025 წლის 9 აგვისტოს, „იბერიასთან“ გასვლით თამაშზე, ტრიბუნაზე გადმოვფინეთ ბანერი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, და ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე წამში ბანერთან მოდიან პოლიციის თანამშრომლები და გვეუბნებიან მის ჩამოხსნას. როცა ვიკითხეთ მიზეზი, თუ „რატო?“, პასუხი ასეთი იყო: „რუსეთის და პუტინის დედაც, მაგრამ კანონს ეწინააღმდეგება ნაბრძანები გვაქ და ჩანოხსენითო.

არ დავიწყებთ იმ დეტალებზე საუბარს, თუ რა დაგვმართა ოდიდგანვე ოკუპანტმა რუსეთმა, მაგრამ როცა ბევრის აზრით დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში შენი ყველაზე დიდი მტრის შეურაცხყოფის უფლებას არ გაძლევენ და მზად არიან რუსეთზე და პუტინზე ცუდის თქმის გამო დაგაპატიმრონ, ეს უკვე თავად განსაჯეთ, თუ რას ნიშნავს…

შეიძლება დღეს ტრიბუნიდან ბანერი ჩამოგვახსნევინეთ, მაგრამ ამით ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდით და მომავალშიც დაზარალდებით!!!...", - წერს გვერდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics