13:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 10:00:09, 753 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ წავა კომპრომისზე და არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ კომპრომისზე პარტნიორების ზეწოლის შემთხვევაშიც არ წავა. მისივე თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ყოველთვის უკრაინის იქნება იმ დრომდე, სანამ უკრაინა მათ არ დაიბრუნებს.

"ვისაც რა არ უნდა უნდოდეს. სულ რომ ყველა მოკავშირე გაერთიანდეს - ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. იურიდიულად მათ არ ვაღიარებთ. ჩვენთვის ეს ტერიტორიები ყოველთვის ოკუპირებულად დარჩება, სანამ იქ არ დავბრუნდებით", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics