20:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 11:18:49, 1120 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის კომისიის სხდომაზე 18 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილეს

"ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის კომისიის სხდომაზე 18 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილეს.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე უძღვებოდა.

"კომისიამ პროგრამაში ჩართვის მიზნით, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების შუამდგომლობები განიხილა. მათგან 5 ოჯახის საკითხი მასალების დაზუსტების მიზნით, დაუბრუნდა მერიებს, რომლის შემდგომაც შესაძლებელი იქნება თავიდან აღიძრას შუამდგომლობა“,- აღნიშნა  ედუარდ ნაკაშიძემ.

სხდომაზე ასევე განიხილეს "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის" ბენეფიციარების - 21 ოჯახის მიერ შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხი. 

სამინისტროს "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" 2024 წლის პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი უკვე 11 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაზარდა და წლის ბოლომდე პროგრამით 100 ოჯახი ისარგებლებს. პროგრამის სრული ბიუჯეტი 5 მილიონ ლარზე მეტია.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics