14:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 20:53:34, 1722 ნახვა

სხვადასხვა
ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ თანამშრომელს 97 წლის ასაკში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში 97 წლის ირმგარდ ფურხნერს ჰოლოკოსტში თანამონაწილეობის ბრალდებით 2 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ორი წლის განმავლობაში (1943 წლიდან 1945 წლამდე) ქალი მუშაობდა მდივნად შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში.

როგორც სასამართლომ დაადგინა, ფიურხნერი მუშაობდა ბანაკის კომენდანტის წერილებითა და დოკუმენტებით და ასრულებდა სხვა ადმინისტრაციულ მოვალეობებს, რაც ხელს უწყობდა საკონცენტრაციო ბანაკის მუშაობას, რომელშიც 65000 ადამიანი დაიღუპა.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა ბანაკში მომხდარი მკვლელობების შესახებ. სასამართლო სხდომის ბოლოს ქალმა თქვა: „ბოდიშს ვიხდი ყველაფერზე, რაც მოხდა“.

BBC-ის ცნობით, ფურხნერის სასამართლო პროცესი უპრეცედენტოდ ითვლება, რადგან ის არ იყო სამხედრო წოდების წევრი, მაგრამ დაქირავებულ სამოქალაქო პირად იყო ჩამოთვლილი.

ერთი წლით ადრე ფიურხნერმა სცადა გაქცევა მოხუცთა თავშესაფრიდან სასამართლოსთვის დასამალად, მაგრამ გაქცევიდან რამდენიმე საათის შემდეგ იგი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics