2020-08-05 11:15:10, 18740 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან, 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, 15 ახალი შემთხვევიდან 4 სოფელ გაჩიანიდანაა, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, 1 სამედიცინო პერსონალია, 4 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
„15 პაციენტის განაწილება ასეთია - 4 არის გაჩიანიდან, 3 პაციენტი გახლავთ შემოტანილი შემთხვევები, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 4 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და 3 შემთხვევზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებსა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან