2020-08-05 10:31:21, 17399 ნახვა
ომი უკრაინაში
მედიის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 15 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი იღუპება
მედიის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ 24 საათში კორონავირუსით, საშუალოდ, 5 900 ადამიანი ყოველ ერთ საათში 247, ყოველ 15 წამში კი, ერთი ადამიანი იღუპება.
„როიტერის“ ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის შემთხვევების რიცხვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხ მილიონს აჭარბებს.
სტატისტიკის მიხედვით, ამერიკის შემდეგ არის ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან