14:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 09:38:40, 645 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხონის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი: 1993 წელს დაბადებული რუბენ ჯ, 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1993 წელს დაბადებული დიდიმი ა. და 1993 წელს დაბადებული ლადო ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში რობიზონ ხურცილავას ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი სამკაულები და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა.

„პოლიციამ ავტომანქანა იმავე დღეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში იპოვა. სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, ქუთაისსა და ზესტაფონში დააკავეს, ხოლო ხურცილავას ოჯახიდან წაღებული სამკაულები ქუთაისში, სხვადასხვა ლომბარდიდან და დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 3 საბრძოლო ვაზნით და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

ნარკოლოგიური შემოწმებით დიდიმი ა-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის, ხოლო გურამ ა-ს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics