10:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-01 10:18:43, 6087 ნახვა

სამხედრო
ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი როტაცია ავღანეთიდან დასრულდა

ავღანეთში, ქაბულისა და ბაგრამის სამხედრო ბაზების შემდეგ როტაციის პროცესი მაზარ-ი-შარიფშიც დასრულდა.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს, მაიორ პაპუნა ხორავას მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა დახვდნენ.

მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ქართველი ჯარისკაცები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა. ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics