23:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 12:12:35, 11618 ნახვა

ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყავთ, რეანიმაციაში რჩება 3 პირი

თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა კლინიკაში ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყოლიათ.

მისი თქმით, მათ კლინიკაში სულ 68 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 52 კოვიდინფიცირებულია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 68 პაციენტი, საიდანაც კოვიდინფიცირებულია 52 პაციენტი. დინამიკა მკვეთრად მიდის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული. ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია. რეანიმაციაში გვყავს 3 პაციენტი. აქედან 1 სპონტანურ სუნთქვაზე და 2 გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა დადებითი დინამიკით. არცერთთან კოვიდინფექცია არ დასტურდება.

განყოფილებაში არსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით ტესტირების შედეგებს. დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხები და კიდევ დატოვებს რამდენიმე პაციენტი კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics