15:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 21:32:53, 16613 ნახვა

ომი უკრაინაში
დღეს კორონავირუსზე ათობით ტესტი აიღეს, რომლის პასუხიები ხვალ იქნება ცნობილი

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე 135 პაციენტის პისიარ ტექნოლოგიით კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოსაკვლევ პაციენტებს შორის 119 მედიკოსია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან, კიდევ შვიდ პაციენტს კი ხვალ გამოიკვლევენ, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 84 პაციენტია, მათგან 67 დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ლუგარის ლაბორატორიისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშები აიღეს, რაზეც ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 74 კონტაქტის ნიმუშს შეისწავლიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics