15:22 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-13 21:49:34, 1821 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება

ორშაბათს, აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის პორტების ბლოკადა ამოქმედდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა, რომ ნებისმიერი თავდამსხმელი გემი „განადგურებული“ იქნებოდა, თუ ისინი მის დარღვევას შეეცდებოდნენ.

„ირანის ფლოტი ზღვის ფსკერზე დევს, მთლიანად განადგურებული - 158 გემი. ჩვენ არ ჩავრთეთ მათი მცირერიცხოვანი, ე.წ. „სწრაფი შეტევის ხომალდები“, რადგან ისინი მნიშვნელოვან საფრთხედ არ მივიჩნიეთ“, - დაწერა ტრამპმა თავის პლატფორმაზე, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

„გაფრთხილება: თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ღია ზღვაში ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ ვიყენებთ“.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სპარსეთის ყურეში ყველა ირანული პორტისა და სანაპირო ზონის ბლოკადა გამოაცხადა, ხოლო დიდი ბრიტანეთის სავაჭრო საზღვაო ფლოტმა (UKMTO) განაცხადა, რომ მან მიიღო გაფრთხილებები, რომ ბლოკადა ვრცელდება ყველა გემზე, დროშის მიუხედავად.

ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ გადაკეტავდა ჰორმუზის სრუტის გავლით სტრატეგიულ სავაჭრო გზას, რომლის სრულად გახსნასაც ადრე თეირანისგან მოითხოვდა, მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ისლამაბადში ირანის დელეგაციასთან გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics