12:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 12:33:34, 1156 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის კურსი სტაბილურდება

"შემიძლია გითხრათ, რომ ლარის კურსი სტაბილიზაციისკენ მიდის“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ გუშინ  სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.
"შემიძლია გითხრათ, რომ სტაბილიზაციისკენ მიდის პროცესი. გუშინ ეკონომიკური საბჭოს მდივანთან ერთად გვქონდა შეხვედრა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჩვენი მომავალი ქმედებები. მთავრობას კომპლექსური გეგმები აქვს, თუ როგორ წავახალისოთ მომავალში ექსპორტი, ტურიზმი, ასევე უცხოური ინვესტიციების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი და აქტიური ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი კომპლექსურად ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.99-ია, ხოლო ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 2.01 თეთრია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics