12:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 15:16:36, 1042 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა გიგაური: ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, მიზანშეწონილი იქნება თუკი პრეზიდენტი კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს დადების უფლებას განიხილავს.

ამასთან, გიგაურის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია.

„ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება თუ პრეზიდენტი განიხილავს ვეტოს დადების უფლებას და ეს იქნება მიზანშეწონილი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური და ზოგადად საბანკო სექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი. როდესაც საუბარია ბანკებზე ზედამხედველობაზე ეს უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა სამსახურმა, ამ კანონით ეს დამოუკიდებლობა არაა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საფრთხის ქვეშ დგება ზოგადად საბანკო სექტორის განვითარება. ასევე მგონია, რომ ყველაფერთან ერთად ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტიტუციას. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია, შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი განიხილება. სარჩელის შეტანის უფლებამოსილება არ გვაქვს, თუმცა მზად ვართ, დავწეროთ „სასამართლოს მეგობრის“ პოზიცია. ეს არის გავრცელებული ფორმა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ასე გაგვიკეთებია სხვა შემთხვევაშიც“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics