12:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 15:08:42, 1072 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს პატივს სცემს

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის მიერ გავრცელებული  განცხადების მიხედვით, რუსეთი ბერძენი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

 კრემლი თვალყურს ადევნებს საბერძნეთში  მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენ პატივისცემით განვიხილავთ პლებისციტის შედეგებს და ყურადღებით ვაკვირდებით საბერძნეთში არსებულ  სიტუაციას. ჩვენს ბერძენ კოლეგებს ვუსურვებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ კომპრომისს კრედიტორებთან და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ აისახება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე.“ - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან , მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და საბერძნეთს ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა და მრავალვექტორული პარტნიორობა აკავშირებთ.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი, საბერძნეთს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს, პესკოვმა უპასუხა, რომ უმჯობესია ეს კითხვა ათენს დაუსვან, ვინაიდან საბერძნეთს რუსეთისათვის ფინანსური დახმარების ოფიციალური თხოვნით ჯერაც არ მიუმართავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics