12:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 10:40:56, 751 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე ვიმყოფებით

ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე ვიმყოფებით - ეს პროცესი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურის, განათლების, მეცნიერების, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან ოთხი თვის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს პირველი შედეგები. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირთან მთელი რიგი პროდუქციით ვაჭრობაში, მათ შორის გაიზარდა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რათა, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, იყოს წარმატების მაგალითი.

რიგის სამიტისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური სამუშაოს წარმატებით დასრულება პრემიერმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დადებით რეკომენდაციას მიიღებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics