10:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 15:30:42, 702 ნახვა

რეგიონი
FAO-ს პროექტის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა მოხდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ილია საბაძესთან ერთად, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“  ფარგლებში მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წალკაში ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობის აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით გადამზადება განხორციელდა.

„გასულ წელს დამტკიცდა სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს 2017-2020 წლებისთვის ქვეყნის ხედვას ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. ამ  პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარს უჭერს რეგიონებში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას. სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და ტურისტული მომსახურების საშუალებების განვითარება, აისახება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და სიღარიბის შემცირებაზე, რაც დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს რეგიონების  განვითარებაზე", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა ფერმერებს, რომლებიც ტურისტებს საკუთარ მეურნეობებში წარმოებულ პროდუქტს  შესთავაზებენ. რევაზ ასათიანი ასევე გაეცნო  FAO-ს პროექტის ფარგლებში შექმნილ სამ ტურისტულ მარშრუტს  (საფეხმავლო, ველო და საავტომობილო),  რომლებიც  22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დათვალიერების საშუალებას იძლევა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics