15:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 11:48:33, 971 ნახვა

კომენტარი
გიორგაძე: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებით, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ

ვფიქრობ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებით, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ის რაც ვარძიაში მოხდა, ძალიან სამწუხაროა.

„რა შედეგით დასრულდება კონსერვაციის პროცესი, პირველადი გაწმენდითი სამუშაოები, ამას გვიჩვენებს ახლო მომავალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც პირველი შეფასებით ითქვა, პრაქტიკულად აღდგენადია ფრესკები და შემდეგ დაიწყება უკვე საკონსერვაციო სამუშაოები, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ძალიან მაღალი დონის კვალიფიკაციის სპეციალისტები იქნებიან ჩართულები”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს ერთობლივი საბჭო აქვს შექმნილი, რომელიც სხვადასხვა ფაქტებზე მსჯელობს.

„ერთობლივი საბჭო მსჯელობს, როგორც იმ ფაქტებზე, რომელიც მედიით გავრცელდა სხვადასხვა გადაცდომებთან დაკავშირებით, სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე თვითნებური ჩარევის ფაქტებზე და ერთ-ერთი გახლდათ უკვე გამოსწორებული. ეს მუდმივი თანამშრომლობის პროცესია. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, სამონასტრო ცხოვრების, იგივე სანთლების ნაწილში. ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. მაქსიმალურად ისეთი სანთლები გამოვიყენოთ, ან ისეთ ადგილას, სადაც მინიმუმამდე იქნება შანსი კედლის მხატვრობის, ფრესკების დაზიანების.  ასე რომ, ეს მუშაობა ძალიან აქტიური მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics