20:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 18:14:40, 521 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრას მიესალმება

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრას მიესალმება.
ამის შესახებ საგანელიძემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა,  რომლის თანახმადაც  რუსი და ქართველი დიპლომატები რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრას არ გამორიცხავენ.

საგანელიძის თქმით, ის რუსეთთან   დიალოგის გზის გამოძებნას მიესალმება.

„მივესალმები დიალოგებს, მივესალმები შეხვედრებს, რომ ჩვენ გამოვძებნოთ სწორედ დიალოგის გზა რუსეთთან, ოღონ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. თუ რაიმე დღის წესრიგი არსებობს, რომელიც წინასწარ მუშა სიტუაციაში არის გარკვეულად შეთანხმებული და თუ გარკვეული პოზიტივის მომტანი იქნება, რა თქმა უნდა  ასეთი შეხვედრა უნდა შედგეს“,-განაცხადა დავით საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics