2015-03-18 13:55:11, 568 ნახვა
საზოგადოება
ელბაქიძის აღმართზე ქვაფენილს ასფალტი შეცვლის
ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის აღმართზე) ქვაფენილის ნაცვლად ასფალტი დაიგება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ელბაქიძის აღმართზე ქვაფენილის დაგების შემთხვევაში, მერიას სამუშაოები გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებოდა.
რაც შეეხება გზის გახსნას, სუდაძის თქმით ეს ამინდზეა დამოკიდებული.
„მერიამ გადაწყვიტა უფრო მდგრადი, მოდიფიცირებული ასფალტის საფარით შეეცვალა ელბაქიძის აღმართი. დღეს ტემპერატურას ვაკვირდებით. პირველივე მზიან ამინდში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15გრადუსს გადასცდება, დავაგებთ ასფალტს და დასრულდება ობიექტი“, – აღნიშნა სუდაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან