13:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 18:28:44, 1995 ნახვა

რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გადიან

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელის კლინიკა „wolfson“-ში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გადიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკის წამყვანი მედიკოსები: ანესტეზიოლოგ/რეანიმატოლოგი - ზეინაბ ფაღავა, ზოგადი ქირურგი - ემზარ დიასამიძე, ტრავმატოლოგი - ლევან გვასალია, უროლოგი - როსტომ ხალვაში, ენდოსკოპისტი - არჩილ ძნელაძე და ნევროლოგი - ლაშა ხელაძე ისრაელში 15 სექტემბერს გაემგზავრნენ და ორი კვირას დარჩებიან.

მედიკოსები ჩართული არიან კლინიკის პრაქტიკულ საქმიანობაში, მონაწილეობას ღებულობენ სამედიცინო და ეცნობიან თეორიულ მასალას.

მედიკოსთა გადამზადების ინიციატივა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და მის მეუღლეს სოფიო ბაკურიძეს ეკუთვნის.

ექიმთა გადამზადების ხარჯებს სრულად ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი - მეცენატი დავით ბელნანი ფარავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics