14:09 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 22:44:43, 1181 ნახვა

მსოფლიო
ნატო-ს წევრი 28 ქვეყანა რუსეთის მზარდ აგრესიასთან მიმართებაში ალიანსის პოლიტიკის ადაპტაციაზე იმსჯელებს

როგორ უნდა მოხდეს ალიანსის პოლიტიკის ადაპტირება რუსეთის მზარდ აგრესიასთან და როგორ დაეხმარნონ მის აღმოსავლეთ მეზობლებს - ამის შესახებ ნატოს წევრი 28 ქვეყანა ორი დღის განმავლობაში იმსჯელებს.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება,ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთთან მათი ურთიერთქმედების საფუძველი თავდაცვა და დიალოგია

„ჩვენი პოლიტიკა ნათელია. რუსეთთან ჩვენი ურთიერთქმედების საფუძველი ორია - თავდაცვა და დიალოგი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, განსაკუთრებით დაძაბულობის პერიოდებში მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება და გამჭვირვალობისკენ სწრაფვა.

მოსკოვის მხრიდან საფრთხის გამო, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამხედრო პოტენციალის ზრდის პერსპექტივებს, რომლის შესახებ, მოსალოდნელია, რომ ნატოს ივლისის ვარშავის სამიტზე გახდება ცნობილი.

სააგენტო „ფრანსპრესის“  ინფორმაციით, საუბარია ოთხ ქვეყანაში სამხედრო ძალის გაძლიერებაზე, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება - პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გეგმის თანახმად, ამ თითოეულ ქვეყანაში განთავსდება ათასკაციანი ბატალიონი. გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 20 მაისს მინისტრები ისაუბრებენ ნატო-ევროკავშირის ურთიერთობის პრობლემაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics