|
2026-02-13 20:58:19, 670 ნახვა
პოლიტიკა
ლემონჯავა: ჩემთვის უცნობია, რა არის ენმ-ს არგუმენტი ოპოზიციის ერთიანობაში არ მონაწილეობაზე
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები მუშაობენ საერთო ერთიანობის დოკუმენტზე, რომელიც მალე გასაჯაროვდება, ასევე გასაჯაროვდება რომელმა პარტიამ დაუჭირა მას მხარი და რომელმა არა. ლემონჯავას თქმით, დოკუმენტს არ აქვს ენმ-ს თანხმობა, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში პარტიასთან დეტალურად გაიარეს მისი შინაარსი. ლემონჯავამ ამის შესახებ TV ფორმულას ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმების ტექსტში ენმ-ს თხოვნით რამდენიმე პუნქტი შეიტანეს, მათ შორის, თავდაუსხმელობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე: "ეს შეთანხმება იქნება ხვალვე ან დღესვე, თუ ენმ-ს თანხმობა იქნება?", ლემონჯავამ უპასუხა: - "დიახ" "2 თვეა, შეიძლება მეტი, ვმუშაობთ გარკვეულ დოკუმენტზე, რომლის გარშემოც უნდა შეიქმნას პოლიტიკური ერთიანობა. დოკუმენტი რამე პანაცეა კი არაა, სინამდვილეში, 10 წელია ვსაუბრობთ პროდასავლური პოლიტიკური ძალების ერთიანობაზე, 10 წელია ეს არ გამოვიდა და მგონი, არავინ საკუთარ თავს შეკითხვა არ დაუსვა, თუ რატომ არ გამოვიდა. მე მაქვს პასუხი ამაზე, ჩემი აზრით, იმიტომ არ გამოვიდა, რომ არასოდეს ეს ერთიანობა არ ეფუძნებოდა მყარ, გულწრფელ საფუძველს, შეთანხმებას. გვინახავს წინასაარჩევნო ერთიანობები, რეგიონებში ერთად წასვლები, ევროპაში ვიზიტები, ერთობლივი ფოტოები, ზედაპირული ერთიანობები, მაგრამ არასდროს არ გვინახავს მყარ საფუძველზე, შეთანხმებაზე დაფუძნებული ერთობლივი ბრძოლა. აქ ვინმეს ის კი არ უნდა, რომ რაღაც დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ და მერე ოფისებში გამოვფინოთ, მთავარია, რა ქმედებები, რა ბრძოლა, რა პროცესი მოსდევს ამ შეთანხმებას და ჩვენ გვგონია, რომ ეს დოკუმენტი იძლევა ამ მყარი შეთანხმების მყარი საფუძვლის შექმნის შესაძლებლობას. ოღონდ, ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს რა არის ამ შეთანხმების შინაარსი და ის აუცილებლად საჯარო გახდება. […] იყო რაღაც ტექნიკური საკითხები, რომლებიც თანხმდებოდა იმ 8 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომლებიც ერთადაა ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობის კამპანიიდან მოყოლებული, მოლაპარაკებებს შემდგომ დაემატა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელთანაც სიტყვების დონეზე გავლილია ყველაფერი აბსოლუტურად და მათ ბუნებრივია, ჰქონდათ მათი შესწორებები და შენიშვნები და ყველაფერი ეს არის გავლილი. ეს დოკუმენტი აუცილებლად გამოქვეყნდება და მერე შეუძლია თითოეულ სუბიექტს ახსნას, თუ რატომ შეუერთდა და რატომ არ შეუერთდა ამ ტიპის შეთანხმებას" - თქვა ლემონჯავამ. ჟურნალისტის შეკითხვაზე - ჯერჯერობით რატომ არ არის ნაციონალური მოძრაობის კი [შეთანხმებაზე], არის რამე არგუმენტი? კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა უპასუხა, რომ მისთვის ცნობილი არაა. "ჩვენ გავლილი გვაქვს ყველა დეტალი, მათ შორის, ტექსტუალური, ნაციონალურ მოძრაობასთან. მე სიმართლე გითხრათ, საერთოდ, ვერ გავიგე მათ პოზიცია. თქვენ შეგიძლიათ მათ დაუსვათ ეს შეკითხვები, არ მინდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად გავცე რაღაცებს პასუხები, არც თავდასხმა მინდა ენმ-ზე. [...] ჩემთვის არაა ცნობილი, რა არის ენმ-ს არგუმენტი ამ ერთიანობაში, კოორდინაციაში, შეთანხმებაში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სიტყვების დონეზე, პირადად მაქვს გავლილი ენმ-სთან ეს საკითხი". - თქვა ლემონჯავამ. მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ერთობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ აქვთ პარტია ლელოსთან.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)