10:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 20:33:54, 1412 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სამხედრო წვრთნების საფარქვეშ ბელარუსში “რაღაცას“ ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "სამი ზღვის ინიციატივის" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მონაწილე ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რათა მათ კიბერთავდასხმებთან და სხვა სახის საფრთხეებთან უკეთ გამკლავება შეძლონ.

ზელენსკის თქმით, საჭიროა, რომ ქვეყნებმა საკუთარი ენერგო ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლონ, განსაკუთრებით, რუსეთის საზღვართან სიახლოვეს და ამისთვის ერთობლივი საგანგებო გეგმები უნდა იყოს შემუშავებული.

ამასთანავე, ზელენსკიმ ისაუბრა ენერგო ქსელების, მილსადენების, სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და ზოგადად ყველა სახის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რათა მათ სათადარიგო მარშრუტები გააჩნდეთ.

სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბელარუსი "რაღაცას" გეგმავს, რისთვისაც, მისი თქმით, მეზობელი ქვეყანა სამხედრო წვრთნებს გამოიყენებს. ამით ზელენსკიმ ბელარუსის მხრიდან ახალ პოტენციურ სამხედრო მოქმედებებზე მიანიშნა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.

"ბელარუსს შეხედეთ. რუსეთი რაღაცას ამზადებს იქ, ამ ზაფხულს, სამხედრო წვრთნების საფარქვეშ და, როგორც წესი, ისინი ახალ იერიშს ამგვარად იწყებენ, მაგრამ არ ვიცი, თუ სად მოხდება ეს: უკრაინაში, ლიტვაში, პოლონეთში. ღმერთის წყალობით არ მოხდება, მაგრამ ყველას გვესაჭიროება, რომ მზად ვიყოთ". - თქვა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics