12:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 17:55:56, 1175 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ზახარჩენკო: მეამბოხეთა არმიას 100 ათასამდე გავზრდით

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრ ზახარჩენკოს განცხადებით, მეამბოხეთა არმიის გაზრდა 100 ათასამდე იგეგმება.
ამის შესახებ ზახარჩენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი მიზანია  არმია 100 ათას კაცამდე გავზარდოთ, ეს რაოდენობა უკვე არსებობს. მათი მოძებნა საჭირო აღარ არის. უბრალოდ, უნდა შეიქმნას საერთო არმია და ეს არმია იქნება  დონეცკისა და ლუგანსკის  ერთობლივი შეიარაღებული  ფორმირება. სამი მოტომსროლელთა, ორი საარტილერიო და ერთი  ტანკისტთა ბრიგადა იქნება.  ეს  არის ის რეზერვი, რომელიც ნებისმიერი შეტევის მოგერიებას შეძლებს და წარმატების შემთხვევაში კონტრშეტევაზე გადავა და  კოპერატიულ დავალებებსაც შეასრულებს“,-განაცხადა თვითგამოცხადებულმა ლიდერმა.
ამასთან, აღმოსავლეთ უკრაინაში ლუგანსკის ოლქის ქალაქ ბახმუტოვკაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება, უკრაინელი სამხედროები პრორუს სეპარატისტებს  მძიმე შეიარაღებით უტევენ.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური დაპირისპირების ფონზე საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics