12:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 16:42:26, 993 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უზენაესმა რადამ რუსეთი აგრესორ ქვეყნად აღიარა

უკრაინის უზენაესმა რადამ რუსეთი აგრესორ ქვეყნად აღიარა და უცხო ქვეყნის პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

„უკრაინის უზენაესი რადა რუსეთის ფედერაციას აგრესორ ქვეყნად აღიარებს და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, არ დაუშვან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებები, რომელიც უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის აგრესიას მოყვება“, - ნათქვამია რადას განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ტერორიზმს უჭერს მხარს და გაეროს უშიშროების საბჭოს მუშაობას აფერხებს, რითაც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

გარდა ამისა, რადამ ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა და სხვებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics