23:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 22:01:56, 1078 ნახვა

სპეციალური ანონსი
17 ივნისის ანონსი

11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი წევრის გულიკო ზუმბაძის ოფისში ორხევის დასახლების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გაიმარტება. მის.: აბზიანიძის ქ. N1 (ყოფილი ჩანტლაძის ქუჩა) საკონტაქტო ტელ: 591 110 858; 591 442 558

12:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდება. გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია. 

12:00 საათზე, სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“ გაიმართება.

14:00 საათზე, საქართველოსა და გერმანიას შორის 25 წლის მანძილზე არსებული თანამშრომლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილში გერმანიის ელჩი, ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ქალაქ თბილისის მერის პირველი მოადგილე, ლაშა აბაშიძე გახსნიან. 
საკონტაქტო პირი მზეხა მახარაძე - 593 59 28 72

15:00 საათზე, საბურთალოს ”ბიბლუსი გალერეა” მკითხველს გრანდიოზულ სიურპრიზს ჰპირდება. საქართველოში 3 ბესტსელერი ოფიციალურად გამოვლენილია. ამ ფაქტთან დაკავშირებით 15:00 საათიდან სამივე წიგნის მასშტაბური წადგენა გაიმართება.
მის.: კანდელაკის ქ. #7

19:00 საათზე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, სასტუმრო კომპლექს „ბიოიარდის“ ეზოში, ე.წ. ბლუზვილიჯში საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics