10:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 11:32:03, 1212 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: ხვალ საქართველო იტყვის, რომ იმსახურებს იყოს სახელმწიფო და არა ახირებული ოლიგარქის უბრალო სათამაშო

მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკასვილმა განაცხადა.

ექსპრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

"ხვალ საქართველოს ისტორია მოუხმობს, თითოეულ ქართველს საარჩევნო ყუთებთან. ხვალ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს სიბნელესა და სინათლეს შორის. ამიტომ, მაქვს თქვენი იმედი. ხვალ საქართველო იტყვის, რომ აქვს უფლება იყოს სახელმწიფო და არა ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის სათამაშო. ხვალ იმარჯვებს სიმართლე, ვინდაიდან ტყუილმა გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ. ჩვენ შევცვლით საქართველოს მომავალს, როგორც განათლებით ასე ღირსეული სამუშაო ადგილებით; ვის შეუძლია ეს თუ არა გუნდს, რომელმაც მიიღო დიდი გამოცდილება როგორც მიღწევების ასე შეცდომების კუთხით", - განაცხადა სააკაშვილმა მიმართვაში.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებს ბევრი უცხოელი და ადგილობრივი დამკვირვებელი დაესწრება და არჩევნების გაყალბების შანსი არ იქნება.

”ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დარჩენის პირობებში ქართული სახელმწიფოს არსებობაც კი დადგება ეჭვქვეშ და საქართველოს დაემუქრება გაქრობა მსოფლიო რუკიდან. ივანიშვილმა საქართველო გამოაცხადა პატარა სოფლად და როგორც კოფერფილდმა გააქრო ის საერთაშორისო ჩვენი ამოცანა არ არის წარსულში გახედვა, ჩვენი ამოცანა არ არის ვიღაცის დევნა. ჩვენი პასუხი იქნება სწრაფი განვითარება და სწრაფი აღმშენებლობა. გვაქვს დიდი გეგმები და მთელ ძალას მოვახმართ, ამ გეგმების განხორციელებას", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics