10:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:37:03, 1333 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძის აზრით, ახლა "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონის დარღვევა იქნება

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით,  ფარული ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონის დარღვევა იქნება.

ამის შესახებ კობახიძემ "ექსპრესნიუსს" საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით,  მიუხედვად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბიულეტენში დაფიქსირებულია,  ამომრჩეველი  ადეკვატურ არჩევანს გააკეთებს და პოლიტიკურად გაკოტრებულ პარტიას მხარს არ დაუჭერს:

"რეგისტრაციიდან მოხსნას აქვს თავისი წესები და თავისი პროცედურები. რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი თავისი შინაარსით, არის საკმაოდ მძიმე და რეალურად ჩანს, რომ ეს პარტია სწორედ ძალადობაზე ორიენტირებულია და მხოლოდ ეს აქვთ გეგმებში, რაც  განუხორციელებელია და ვერასოდეს აღასრულებენ ამ გეგმას, მაგრამ მეორეა, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცედურების დაცვით, ეს დარჩება რაღაცა მასალა გავრცელებული მედია სივრცეში. აუცილებელია, გამოძიებით დადგინდეს ამ ჩანაწერის ნამდვილობა. ეს გამოძიების საქმეა.  თუ კანონის დაცვითა და კანონის დადგენილი წესით არ განხორციელდა რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურა, მაშინ რა გამოდის? გამოდის, რომ ხელისუფლება დაარღვევს კანონს და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კანონდარღვევით უნდა ვიაროთ და ამ გზით მოვიპოვოთ რაღაც დივიდენდები.  ეს არ იქნება სწორი. არჩევნები საკმაოდ მშვიდად ჩაივლის და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს პარტია არის ფიქსირებული ბიულეტენში, დამერწმუნეთ, ამომრჩეველი აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცევა და არასოდეს მხარს არ დაუჭერს  პოლიტიკურად უკვე გაკოტრებულ პარტიას",-აღნიშნა მანანა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics