22:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 15:23:33, 949 ნახვა

სხვადასხვა
ცნობილი ექსტრემალი პარაშუტისტი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს

ცნობილი ექსტრემალი პარაშუტისტი ლუკ აიკინსი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს, - ამის შესახებ CBS იუწყება.

მედიის ინფორმაციით, აიკინსი 7 ათას 600 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტომას გეგმავს.

როგორც სპორტსმენი აცხადებს, თავისუფალ ვარდნას სავარაუდოდ 2  წუთს მოანდომებს.

სახიფათო ექსპერიმენტი 30 ივლისსაა დაგეგმილი. სპორტსმენის გადმოხტომას ტელეკომპანია FOX-ი პირდაპირ ეთერში გაუშვებს.

ლუკ აიკინსი პროექტზე მეცნიერებისა და ფსიქოლოგების დახმარებით მუშაობს.

ცნობისთვის, ამერიკელი ექსტრემალი 26 წელია ამ სპორტს მისდევს და კარიერის განმავლობაში 18 ათასამდე ნახტომი აქვს შესრულებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics